სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხშირად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებული.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს . მათ განსაკუთრებული თვისებები ახლავთ. მე მინდა დავლოცო ეს ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. მრავალი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ბავშვები განსაკუთრებული თვისებით და ნიჭით დაჯილდოვებული არიან. ღმერთმა მისცეთ ძალი და მადლი მათ“, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, ილია მეორემ მესტიის მეორე სკოლიდან ჩამოსული ბავშვებიც დალოცა.