თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.