ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს.
ამის მიზეზი გახდა ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.
თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება.