სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მონიტორინგის შედეგად ვადაგასული სურსათის მორიგი პარტია გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ლუბლიანას ქუჩაზე, ღუდუშაურის კლინიკაში მდებარე შპს “მედი ფიდის” მარკეტიდან ამოღებულია ძეხვი, სხვადასხვა წარმოების ჩიფსი, ორცხობილები.
ვადაგასული სურსათი დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.
15.10.13