დავით კიკნაველიძე ბენდი “ინტერვალის” ერთ–ერთი დამფუძნებელი, ფრონტმენია, იგი „თბილისი თაიმსს“ ბედნის შესახებ ესაუბრა და ბლიც ინტერვიც ჩაწერა.
“ჯგუფი არსებობს 2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული. ბენდის შექმნის იდეა დიდი ხანი გვქონდა მე და ბენდის დრამერს, დავით კალატოზიშვილს. სხვადასხვა კოლექტივებით ხშირად ვიკრიბებოდით და ვუკრავდით. თვითონ ინტერვალის შემადგენლობა მარტის თვეში საბოლოოდ შევიკარით და დავიწყეთ მუშაობა პირველ საავტორო სიმღერაზე “მუსიკალური ზღვა”, რაც შემდგომ ჩვენ პირველ სინგლად იქცა. ბენდის სახელი ჩვენს იდეოლოგიაზე დაყრდნობით დაიბადა 28 აპრილს . ყოველი სიმღერა უჩენს კითხვას მსმენელს და ინტელექტუალური განვითარებისკენ მოუწოდეს, მოუწოდებს შეეხოს რაღაც უცნაურ, მისტიურ ახალ სამყაროს. დიდ მნიშვნელობას როგორც, ლირიკას ასევე მუსიკასა და არტისტულობას ვანიჭებთ , რაც ჩვენს ლაივებს ასეთ ენერგიულ, იდეოლოგიურ და დამაფიქრებელ სახეს აძლევს. ჯგუფი ახლო მომავალში ალბომის ჩაწერას ვდიქრობთ, რისთვისაც საკამრისზე მეტი კონტენტი გვაქვს”.
ვფიქრობ– ბევრს
ვგრძნობ, რომ არსებობს– მეტი
ვერიდები– დოგმებს
ვეჭვიანობ– იშვიათად
ვნანობ– ხმამაღლა
მძულს– დოგმატიკა
ვოცნებობ– ცოდნაზე
ვიცი– რაღაც
არ ვიცი– რაღაცები
მეშინია– ფიქრის
შემიძლია– ფიქრი
არ შემიძლია– ცურვა
მიყვარს– ფიქრი
არ მიყვარს– სიყალბე
ვკარგავ– თავს ხანდახან
ვმალავ– რვეულს
მაინტერესებს– ყველა და ყველაფერი
არ მაინტერესებს– ის რაც ხელს მიშლის
მესიზმრება– გააჩნია სად
ვეხმარები– თავს
ვდარდობ– ხშირად
ვყოყმანობ– არასდროს
მინდა– ვიცოდე
განვიცდი– ბევრს
მენატრება– ხანდახან
საუკეთესო რაც მაქვს– “ინტერვალი”
თავისუფლება ნიშნავს– ფიქრს
რომ არა აქ, ვიქნებოდი– “აქ”
სიმღერა ჩემთვის– უცხოგანზომილებელია
ვგეგმავ-ვიყო რაც ვარ
ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი