აფხაზური და მეგრული “აჯიკის” დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.
საინტერესოა, რომ პოპულარული საკმაზი “აჯიკა”, რომელიც სათავეს სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს, კაცების შექმნილია. მისი პირველი სახელწოდება “აპირპილ-ჯიკა” ანუ, წიწაკიანი მარილია.
არჩილ ზამბახიძე: “პროექტ “ქართული გემოს მემკვიდრეობის” ფარგლებში, ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს გარშემო და მოვიძიეთ 140 რეცეპტი. მათ შორისაა როგორც ნაცნობი, ასევე აბსოლუტურად უცნობი ქართული რეცეპტები. მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ეტაპობრივად არის დაგეგმილი.”