საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარი-მარტის თვის ექსპრესმონაცემებს აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 826 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.1 მლნ. აშშ დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).
საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.
როგორც საქსტატში განმარტავენ, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოქვეყნდება.