ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება. ნამუშევრის ღირებულება 120 000 ამერიკული დოლარია.ინფორმაციას imedinews.ge აქვეყნებს.
ნახატი ზეთითაა შესრულებული და 1945 წლით თარიღდება. როგორც მფლობელს აქვს მითითებული, ნახატი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ იდეალურ მდგომარეობაშია.
ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.