• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2021 წლიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

7 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები, საზოგადოება
A A
2021 წლიდან  მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და  საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს რეფორმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული სერვისით სარგებლობენ, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რეფორმამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო, რაც გულდასაწყვეტია. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ჩვენი ქალაქისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა უნდა იყოს. ის დამოკიდებულება და გზავნილები, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენდით, ნამდვილად არ არის მისაღები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებმა სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შეხვედრების დროს, მძღოლების თხოვნა იყო, რომ მერიას მათთვის დროებით, გარკვეული შეღავათები დაეწესებინა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოსაზრებები გავითვალისწინეთ. რასაკვირველია, ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მის გადავადებას არ განვიხილავთ. რეფორმის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ვადა – პირველი ოქტომბერი, ვიზუალური მხარე – თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა, ინტერიერის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რასაც საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფირის გადაკვრის ვაუჩერები დაემატა, თითოეული ეს დეტალი ძალაში რჩება. მძღოლებს ექნებათ ალტერნატივა და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ – ფირის. აქვე მინდა მოვუწოდო ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც უკვე აიღო ვაუჩერი, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს“, – აღნიშნა  დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს ეხება, 2020 წლის ბოლომდე გადავადდება და 2021 წლის პირველი იანვრიდან  მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ასევე, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემა გაგვეთვალისწინებინა. აგვიხსნეს, რომ ერთი წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ. გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი  ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განმარტა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, კახა კალაძის განცხადებით, მათთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა სიახლე, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განხორციელდება.

„ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს  მხოლოდ ტაქსების რეფორმას არ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მარშრუტების გადალაგება, რაზეც დიდი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოგვიწევს. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება – პირველი: შემოგვაქვს ფირის უფასოდ გადაკვრის კომპონენტი და მეორე: მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში განაგრძონ. ამ პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In