ანტონ პირველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში გამორჩეული როლი უკავია მეცნიერებას. ერთ-ერთ მაგალითად შეიძება მოვიყვანოთ-სომხების, სხვაგვარად, რომ ვთქვათ მნოფიზიტების წინააღმდეგ გამრთული პოლემიკა, რომელიც თავის ნაშრომში ,,მზამეტყველება“ გადმოსცა. სომხურ ეკლესიას ანტონის პერიოდში აბსულუტური თავისუფლება ჰქონდა მისიონერული მოღვაწეობის საქართველოში. მათთვის ქართული ეკლესიისგან განსახვავებით ხელმისაწვდომი იყო თანამედროვე თეოლოგიური წიაღსვლები. კერძოდ სქოლასტიკა და ამ მიმართულებით ლიტერატურა უხვად მოეწოდებოდათ ევროპიდან. სომხური მონასტერი დღემდე ფუნქციონირებს ვენეციაში, რომელიც პაპ კლიმენტ XI დახმარებით დაარსდა. ეს მონასტერი ემსახურებოდა საერთო სომხურ საქმეს. იქ იყო გამართული სტამბა და ითარგმნებოდა ევროპული ლიტერატურა. მოკლედ ჩვენს მეზობელ ქრისტიანებს შესანიშნავი ნიადაგი და წინაპირობა ჰქონდათ თავიანთი მიზნებს განსახორციელებლად. აღსანიშნავია ის, რომ ეს მონასტერი არის კათოლიკური.
ამ პერიოდში სომეხთა პატრიარქმა ლაზარე პირველმა (1737-1751) დაწერა თხზულება ,,დრაჰტ-ცანკალი“ (სასურველი სამოთხე), სადაც ის ერთი მხვრივ ამართლებს მონოფიზიტობას და მეორეს მხვრივ აკრიტიკებს მსოფლიო ეკლესიის მოძღვრებას. ანტონის შეხედულებით ეს ნაშრომი სავსეა ქრისტიანული ეკლესიისთვის მიუღებელი სწავლებით. სომეხთა კათალიკოსი აკრიტიკებს ქალკედონის კრებას(ამ კრებაზე მონოფიზიტობა დაიგმო) და რომის პაპ ლეონ დიდს, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლებს ,,ლეონტიანელებს უწოდებს“. ის ამბობს, რომ სომხური ეკლესია სხვა ეკლესიებს შორის პირველია და სომეხთა კათალიკოსი პირველი მწყემსი.
როგორც ჩანს ეს ნაშრომი გამოუგზავნა ანტონს ლაზარემ. რაზეც ანტონმა ,,მზამეტყველებით“ უპასუხა. ეს არის ფუნდამენტური ნაშრომი მონოფიზიტობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით სომხური მონოფიზიტობის. ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში საუბრობს ზოგადად მონოფიზიტობაზე. აკრიტიკებს მონოფიზიტობის წყაროს – ნესტორიანელობას ფილოსოფიურ, თელოგიურ, დოგმატური ჭრილში. მეორე ნაწილში გადმოცემულია ევტიხიანელობის დაწვრილებით ისტორია. სადაც ყვება ალექსანდრისს პაპ დიოსკორეს შეცდომებზე. შემდეგ მოგვითხრობს ავტორი დაარსებისა და გავითარების ისტორიას სომხური ეკლესიის. ის ადარებს ერთმანეთს სადავო ადგილებს ბიბლიიდან. მესამე ნაწილში აანალიზებს მონოფიზიტობის სწავლებას ფილოსოფიურ-ისტორიულ კონტექსტში. ამ საკითხების გახილვისას განიხილავს ანტონი სომხურ საეკლესიო დადგენილებებს, სომეხ კათალიკოსთა თუ მწერალთა მოსაზრებებს.
ანალიზის საფუძველზე ხედავს ანტონი შეუსაბამობას სომეხთა მოსაზრებების ბიბლიასთან, წმინდა მამათა სწავლებებთან, ისტორიასთან და ბოლოს ადამიანურ ლოგიკასთან. ანტონი ამბობს, რომ ერთი განსაზღვრული სწავლება სომხურ ეკლესიაში საერთოდ არ არსებობს. ზოგნი იცავენ მონოფიზიტობას,სხვები არ აღიარებენ მხოლოდ ქალკედონის კრებას. ერთი მესამედი სომეხი კათალიკოსების აღიარებენ მართლმადიდებლურ სწავლებას. ზოგიერთებს კი შუალედური პოზიცია აქვთ. მესამე ნაწილში განმარტავს ანტონ პირველი ქალკედონის(კრება, სადაც მონოფიზიტობა დაიგმო) დოგმას. ყველა ზემოთჩამოთვლილ თავებში ანტონი ხელიდან არ უშვებს ლაზარეს თხზულებას ,,სასურველი სამოთხე“ . საინტერესო ისაა, რომ ანტონის ეს თხზულება საქართველოში ნაკლებად იყო გავრცელებული. ალბათ იმიტომაც, რომ ემთხვევა ანტონის კათალიკოსობის პირველ პერიოდს. რის შემდეგაც ის კათოლიკობის ბრალდებით გადააყენეს და შემდეგ რუსეთში გააგზავნეს. თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ ანტონს აბრუნებს მისი ბიძაშვილი და ერთგული მეგობარი ერეკლე მეორე საქართველოში, მაგრამ ანტონის სამოღვაწეო მიმართულება ძირეულად იცვლება და მიჩუმათებულ-მივიწყებულია მისი მოღვაწეობის პირველი პერიოდი.
ავტორი: გრიგოლ ჭეჟია