პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინო ჩელთი მსოფლიოს 30 საუკეთესო ღვინოში მოხვდა!
დუსელდორფში გამართულ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, საერთაშორისო კონკურსზე “MUNDUS VINI”, სადაც 10000 მდე ღვინო იყო წარმოდგენილი, ჩელთიმ 4 ოქროს მედალი და 1 გრანდ ოქრო, 5 ღვინის დამსახურებით მიიღო. ღვინოს პროფესიონალი ექსპერტებითა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.
“MUNDUS VINI”-ს კონკურსზე ჯილდო – GRAND GOLD საქართველოს ღვინის ისტორიაში პირველი ჯილდოა, რომლითაც ჩელთის “საფერავი ქვევრი რეზერვი 2015” დაჯილდოვდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩელთის ღვინო მსოფლიოს 30 საუკეთესო ღვინოში მოხვდა.