ევროკავშირი ემზადება მხარი დაუჭიროს თურქეთიდან გამავალ ცისფერი მაგისტრალების პროექტს.
ევროკავშირის კომისიამ გაავრცელა იმ ენერგო ინფრასტრუქტურების სია, რომლებისთვისაც 2020 წლამდე უნდა გასცეს 5,85 მილიარდი ევრო.
ენერგო სექტორში კონკურენციისთვის წამახალისებელ ენერგო პროექტებს შორის არის კასპიის ზღვის ბუნებრივი აირის საქართველოს და თურქეთზე გატარებით ევროპაში გამტანი ტრანს-ანადოლუს (TANAP) და თურქეთ-საბერძნეთ-იტალიის (ITGI) ბუნებრივი გაზის მაგისტრალები.
ასევე თურქეთ, საბერძნეთს და ბულგარეთს შორის ბუნებრივი გაზის ინტერკონექციის პროექტი, კომპრესორის სადგურები, აზერბაიჯანის და თურქმენეთის ბუნებრივი გაზების თურქეთში შემომტანი სამხრეთ კავკასიის ცისფერი აირის მაგისტრალი (SCP) და ტრანს კასპიის მაგისტრალის (TCP) პროექტები.
ევროკავშირის ენერგო კომისარის გუტერ ოტტინგერის განცხადებით, ისე უნდა იქნეს გამოყენებული თანხა, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიეცეს ევროპელ მომხმარებელს.
მისი გამოყენება უნდა მოხდეს გარანტირებულ სექტორებში. იმედოვნებენ, რომ სიაში შეტანილი ენერგო ინფრასტრუქტურის პროექტით უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავენ.
16.10.13
Discussion about this post