პარლამენტში სოფო კილაძის ინიციატივით შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება“, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილ შუალედური ანგარიშების მიხედვით ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.
სოფო კილაძის განცხადებით: „ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები, შევცვალეთ კანონი, თუმცა უფრო ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენს ქვეყანას არ ყავდეს სამუშაო ადგილზე დაღუპული ადამიანები. მივიღეთ გადაწყვეტილება, „შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი“, რომელიც ამ მიმართულებით, იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ბერკეტი“.