გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით მოხდება.
ვიზიტორთა ცენტრებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.
ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. საფასურის ზრდა 10-15%-ია.
ფასების დეტალური ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.