“შემოქმედებითი საქართველო” აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის. თუ ხარ სტუდენტი და გაქვს იდეა როგორ შეიძლება განვითარდეს მუზეუმები საქართველოში, მაშინ დარეგისტრირდი 6 მაისამდე და მონაწილეობა მიიღე RE-conception Bootcamp-ში
სემინარის ორგანიზატორები არიან “შემოქმედებითი საქართველო” და ისთ ანგლიის უნივერსიტეტი.
პროექტის პარტნიორები: აჭარის მუზეუმების გაერთიანება, ბათუმის რელიგიის მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის შემოქმედებითი ნაპერწკლის – სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით.
RE-conception Bootcamp არის ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა. კერძოდ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფციები.
ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.
ბუთქემფის მიმდინარეობისას, სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში, შეიძენენ პროექტის წერის უნარებს, გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და გაეცნობიან სამუზეუმო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს.
სემინარის ბოლოს, გაიმართება შემუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია (პიჩინგი) საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.
ბუთქემფში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Video Pitching-ში, რომელში გამარჯვებული გუნდიც მიიღებს 25 000 ფუნტს და გაემგზავრება ოქსფორდში.
სემინარში მონაწილეობა უფასოა!
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
თარიღი: 13-17 მაისი.
მის: გ. ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. გოთუას #3.
მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 6 მაისამდე !!!
https://bit.ly/2V2ctrt