NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 74 % უჭერეს. მონაცემების თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 4%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება გამოკითხულთა 15%-სთვისაა მიუღებელი. ამასთან, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, პასუხი: „არ ვიცი“ რესპოდენტთა 10%-მა გასცა.
ამასთან, ნატო-ში გაწევრიანის მომხრეთა 53% განმარტავს, რომ ალიანსში გაწევრიანება საქართველოს მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, 37% მიიჩნევს, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, 27% მიიჩნევს, რომ გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას, 17% კი მიიჩნევს, რომ ალიანსში გაწევრიანება დაიცავს საქართველოს რუსეთისგან.
იმ რესპოდენტების უმრავლესობა, კი რომლებისთვისაც ნატო-ს წევრობა მიუღებელია, აცხადებს, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.