უკვე ორ ათეულზე მეტი წელია, რაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არსებობს. სხვადასხვა მეთოდითა და ნაბიჯით, ის ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს წინსვლასა და განვითარებაში ეხმარება. გაერთიანების შესახებ „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი პასუხობს:
როდის დაარსდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და ვის აერთიანებს ის?
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დაფუძნდა 1992 წელს და აწევრიანებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 20 დარგობრივ ორგანიზაციასა და 151 000 წევრს.
როგორ უწყობს ის ხელს ადამიანების წინსვლას?
პროფესიული კავშირების გაერთიანება უზრუნველყოფს ცნობიერების სისტემატურ ამაღლების კამპანიებს დასაქმებულებისთვის მათ შრომით უფლებებთან დაკავშირებით, სთავაზობს მათ უფასო იურიდიულ სერვისს სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით, ადვოკატირებას უწევს შრომის სამართლებრივ საკითხებს როგორ ეროვნულ, ასევე – საერთაშორისო დონეზე.
ამ ეტაპზე, რა მიმდინარე ინიციატივები გაქვთ?
- ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, რომელიც უკავშირდება სამუშაო დროს, ზეგანაკვეთურ შრომას, შრომის კონტრაქტებსა და მის პირობებს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, გენდერული თანასწორობის საკითხებს კერძო და საჯარო სექტორში და ა.შ;
- შრომის საერთაშორისო- ორგანიზაციის N183 (,,დედობის დაცვის შესახებ:) და N156 (ოჯახური ვალდებულებბეის მქონე დასაქმებულთა) კონვენციების რატიფიცირება;
- საპენსიო რეფორმა/შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულთათვის გარკვეული შეღავათების დაწესება საგადასახადო და საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესაბამისად;
- სახელფასო პოლიტიკის გადახედვა (მინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმი) სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; (კონვენცია 102);
- უმუშევრობის შემწეობის დადგენა; დასაქმების (შშმპ) პოლიტიკის ჩამოყალიბება; საჯარო და კერძო სექტორებში ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია;
- შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია/ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნა და შსო-ს კონვენციბის: N81 , 129, 176 6და N155 რატიფიცირება, რონელიც ეხება შრომის ინსპექციას და შრომის უსაფრთხოებას
- ღირსეული შრომის პროგრამა მხარდაჭერა და ა.შ.
ზოგადად, შრომით ურთიერთობებში რა სახის დისკრიმინაციას აწყდებით?
ჩვენს პრაქტიკაში არის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე მაღალი მომართვიანობა, მათ შორის განსაკუთრებით ხშირია პროფკავშირული საქმიანობის გამო და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები როგორც საჯარო, ასევე – კერძო სექტრიდან.
დაბოლოს, რა უპირატესობები აქვთ პროფკავშირებში გაწევრიანებულ ადამიანებს თუ ჯგუფებს?
პროფკავშირის წევრებისთვის უზრუნველყოფილია მათი უფლებების სამართლებრივი დაცვა როგორც ეროვნული, ასევე – საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, სისტემატური განათლება შრომითი უფლებების შესახებ და მხარდაჭერა სხვა სექტორებში დასაქმებული ადამიანებისგან.
ავტორი: მარიამ ტიელიძე