ბევრი ადამიანს აქვს საკუთარი თილისმა სამკაულის თუ რომელიმე სხვა ნივთის სახით. ამ ადამიანებს სწამთ, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგს, გარკვეულწილად, სწორედ ამ თილისმის არსებობა განსაზღვრავს. ეს ასეც არის. „მაგიური ქვები“ ის სივრცეა, სადაც ადამიანებს საკუთარი განწყობა და ყოველდღიურობა მიაქვთ საკუთარ სახლებში. სილამაზე, მაგიურობა და ამოუცნობი მოცემულობები ამ ნაწარმს ნამდვილად აქვს.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ქეთი ჩხეტია, “მაგიური ქვების“ დამფუძნებელი პასუხობს.
„დავიწყოთ იქედან, რომ ნატურალური ქვები და მინერალები – ეს არის სულ სხვა, ცოცხალი, საოცარი, ულამაზესი და ძალიან საინტერესო სამყარო, რომელიც ჩვენ ბუნებამ გვაჩუქა.
ყოველი მინერალი ბუნებამ დააჯილდოვა განსაკუთრებული თვისებებით, რომელთა გამოყენება ყოველი ადამიანისთვის არის სასარგებლო და, ბევრ შემთხვევაში, სასწაულმოქმედიც“.
მოკლედ რომ გვითხრათ, რომელი ქვა, მინერალი რასთან, რის მოლოდინთან ასოცირდება?
მინერალის უამრავი სახეობა არსებობს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მათ დანიშნულების მიხედვით დავყოფთ (სიები, რა თქმა უნდა, არასრულია).
ფინანსური კეთილდღეობისა და წარმატების მინერალები:
- ციტრინი;
- მწვანე ავანტურინი;
- მალაქიტი;
- კვარცი/მთის ბროლი;
- ვეფხვის თვალი;
- ჟადეიტი და ა.შ.
სიყვარულისა და პირადი ცხოვრების ქვებია:
- ვარდისფერი კვარცი;
- მთვარი ქვა;
- მთის ბროლი;
- ტურმალინი;
- ნეფრიტი და ა.შ.
ჯანმრთელობის ქვებია:
- ავანტურინი;
- აქატი;
- აქვამარინი;
- ამეთვისტო;
- ჰემატიტი;
- შუნგიტი;
- კატის თვალი;
- ვეფხვის თვალი;
- ლაზურიტი;
- იასპი ა.შ. .
უარყოფითი ენერგიისგან დამცავი მინერალები:
- ავანტურინი;
- მთის ბროლი;
- აქატი;
- მალაქიტი;
- ვეფხვის თვალი;
- კატის თვალი და ა.შ.
რა ხდის ქვას, მინერალს მაგიურსა და განსაკუთრებული ენერგიის მომცემს?
მინერალს მაგიურ ძალასა და განსაკუთრებულ ძალას თვით ბუნება აძლევს. ისინი ცოცხალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, აქვთ კოლოსალური ენერგეტიკა, სამკურნალო და “მაგიური” თვისებები.
ვიზუალიზაციას რა ადგილი უკავია ემოციის მიღებისას?
რა თქმა უნდა, არცერთ მინერალსა და ქვას ექნება ძალა, თუ ჩვენ არ გვჯერა, არ მოგვწონს და არ გვიყვარს ჩვენი კუთვნილი მინერალი. იმისათვის, რომ მინერალი დაგეხმაროთ, აუცილებელია, თქვენც გსურდეთ ეს დახმარება და გიყვარდეთ თქვენი ქვა.
ბევრია დაინტერესებული თქვენი პროდუქციით?
დიახ, ძირითადად, რა თქმა უნდა, ირჩევენ სამკაულს მინერალების თვისებების მიხედვით და მხოლოდ შემდეგ – ვიზუალურად.
უფრო მეტად, რა სახის ნაწარმს ყიდულობენ?
უფრო მეტად, ყიდულობენ ისეთ ქვებს, რომლებსაც ფინანსური კეთილდღეობისა და სიყვარულის მოზიდვა შეუძლია თავისი მფლობელისათვის.
თუ არის შესაძლებელი, რომელიმე ქვა, მინერალი უარყოფითი ენერგიის მატარებელი იყოს?
ძველად სჯეროდათ, რომ უარყოფითი ენერგია მოაქვს მხოლოდ მოპარულ ქვას და, რაოდენ კომერციულადაც არ უნდა ჟღერდეს, დადებითია მხოლოდ ის ქვა, რომელსაც შეიძენთ ან გაჩუქებენ.
შემადგენლობის მიხედვით მინერალების ათასეულობით სახეობა არსებობს და, რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავისი შემადგენლობით საშიშია ადამიანისთვის (ქიმიური ელემენტების შერწყმას ვგულისხმობ). თუმცა, ეს მინერლები ჩვენ არ გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და, შესაბამისად, გაყიდვაშიც მათ ვერსად ნახავთ.
ავტორი: მარიამ ტიელიძე