რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულეიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.