საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ევროპულ თამაშებში ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 7 ქართველი სამბისტი გამოვიდა, ხუთმა მათგანმა ფინალში გასვლა შეძლო, ხოლო ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ოქროს მედლის მოპოვების შანსი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ვახტანგ ჩიდრაშვილს (57 კგ), მსოფლიოს ჩემპიონებს – ნინო ოძელაშვილს (72 კგ), ელენე ქებაძესა (+80 კგ) და დავით ლორიაშვილს (100 კგ) და ასევე ევროპის ჩემპიონს მინდია ლილუაშვილს (68 კგ) აქვთ, ბრინჯაოს მედლისთვის კი მსოფლის ჩემპიონი ბექა ბერულავა (82 კგ) იჭიდავებს.
„ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ევროპული თამაშების ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.