რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებული 240 პირიდან ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში 52 პირი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 სამართალდამცველი. ნაწილი მათგანი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ნაწილი კი, სახლში გაეწერა.