განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომიდან დაიწყება.
„ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. მოხდება კრიტერიუმების განსაზღვრა, რის მიხედვით შეირჩევა ის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც უნდა განხორციელდეს. ეს პროექტი მოიცავს სკოლების რეაბილიტაციას და სხვა მიმართულებებსაც. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ამ გეგმაზე, რომელიც შემოდგომისთვის წარედგინება მსოფლიო ბანკს და პროექტის განხორციელებაც შემოდგომიდან დაიწყება”,- განაცხადა ბატიაშვილმა.