საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ტუნისელ ხალხს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პირველ პრეზიდენტ ეს-სებსის გლოვობს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ბეჯი კაიდ ეს-სებსი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტუნისის პრეზიდენტად ის 2014 წელს აირჩიეს.