გუნდი იმსჯელებს და ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან სწრაფ, ეფექტურ რეფორმებს ვახორციელებთ და საზოგადოება ჩვენს წინაშე აყენებს ახალ-ახალ გამოწვევებს, ახალ-ახალ მოთხოვნებს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ გუნდის პერიოდული განახლება, ახალი დინამიზმი ემსახურება სწორედ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და უფრო მეტად ეფექტურ პოლიტიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.