პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პრემიერ მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ, ხმაურია.
აქციის მონაწილეებმა შენობის სამივე შესასვლელი დაიკავეს და ე.წ. „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ, რათა საშემოდგომო სესიაზე შესულ დეპუტატებს ამ გზის გავლა მოუწიოთ. „სირცხვილის კორიდორის“ გავლა მოუწია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლადო კახაძეს. საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული.
მოძრაობის ორგანიზატორები აქციაზე ბანერებით არიან მისულები. მათი თქმით, გიორგი გახარიას მორალური უფლება არ აქვს გახდეს ქვეყნის პრემიერმინისტრი.