20 ოქტომბერს 1%-ის კანონის კამპანიის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სადაც განხილულ იქნა კანონში შესატანი საკითხები, მიზნები, და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის მიღების შემდგომ ეტაპზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომელთაც საკუთარი მოსაზრებები, ხედვები და შენიშვნები შესთავაზეს აღნიშნული კამპანიის ხელმძღვანელებს. მათ უკვე ჰქონდათ, რამდენიმე შეხვედრა საპრეზიდენტო კანდიდატებთან და ცდილობენ აქტიურად ჩართონ არასამთავრობო სექტორი კანონის განხილვის პროცესში, რათა სრულყოფილად წარუდგინონ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს. მათ შესაბამისი წერილიც მოამზადეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რათა შეუწყოს 1%-ის კანონის კამპანიას და მოხდეს მათი შეხვედრა რათა პირადად გააცნონ პრემიერს კანონის უპირატესობანი და სასიკეთო ძვრები რასაც გამოიწვევს აღნიშნული კანონის მიღება ქვეყანაში. ,,თბილისი თაიმსი“ 1%-ის კანონის მენეჯერ გივი კუპატაძეს გაესაუბრა:
რას გულისხმობს და რას ნიშნავს 1%-ის კანონი?
1%-ის კანონი გულისხმობს საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გადახდილი გადასახადიდან 1% მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. ეს ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგნიზაციების ფინანსურ დამოუკიდებლობას და შესაბამისად ფინანსურ დამოუკიდებლობას მოჰყვება პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს არასამთავრობო სექტორის რეალურ გააქტიურებას და ყოველდღიურ პროცესზე თვალყურის ღირსეულად დევნებას.
როგორია გამოხმაურება სახელისუფლებო ორგანიზაციებისგან?
სახელისუფლებო ორგანოებისგან ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ყოველი გამოხმაურება მხოლოდ პოზიტიური და მხარდამჭერია, თუმცა რეალურად დღესდღეობით აქტიური გამოხმაურების რეჟიმში ვიმყოფებით ვინაიდან ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება მილიონობით გადასახადის გადამხდელს, ათობით ათას არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს თავად მთავრობის ეფექტურ ფუნქციონირებას ვინაიდან, როდესაც არასამთავრობო სექტორი იქნება ძლიერი ეს განაპირობებს წარმატებულ და პოზიტიურ მონ
იტორინგს თავად სახელისუფლებო შტოების, რაც გამოიწვევს მათ სიფხიზლეს და მუდმივ გულისყურს იმ პასუხისმგებლობების ეფექტიანად შესასრულებლად რაც აქვთ აღებული ჩვენს წინაშე, ანუ საზოგადოების წინაშე.
რამდენად მნიშვნელოვანია კანონის განხილვის პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და აქტიურობა?
სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადამწყვეტია. ჩვენ ამ შეხვედრების ორგანიზების ძალას და შემართებას ამ ორგანიზაციების ჩართვა და გააქტიურება გვაძლევს. სამოქალაქო სექტორი არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან გვიკავშირდებიან თუმცა დღესდღეობით ვერ ხერხდება ამ ადამიანების უშუალოდ მოწვევა ფინანსური სახსრების სიმცირის გამო, ვინაიდან თქვენ იცით, რომ 1% კანონის კამპანია არის ერთადერთი კამპანია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომელიც ორგანიზებულია წმინდა იდეურ დონეზე, რომელსაც ამოძრავებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება სამოქალაქო სექტორში. შესაბამისად ჩვენს უკან არანაირი პოლიტიკური, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები არ დგას. ეს არის საზოგადოების ინტერესები. შესაბამისად, როდესაც სუფთა ხელებით და ინიციატივით იწყებ ასეთ დიდი მოძრაობას მხოლოდ და მხოლოდ იმედზე ხარ, კარგი ადამიანების, რომელთაც ღირსეულად აქვთ გაცნობიერებული თუ რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივობა და ჩვენ ამ შედეგს ვუყურებთ თუ ყოველდღიურად, როგორ იზრდება რაოდენობა არსამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის.
აღნიშნული კანონის შესახებ ,,თბილისი თაიმსმა“ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მიმართა კითხვით თუ რას ფიქრობდა 1%-ის კანონის შესახებ. მისი თქმით კანონის შესახებ სმენია უცხოეთის მაგალითზე, ,,ერთიანი კი არა თავის დროზე ორ პროცენტიანიც იყო, რომ თვითონ მართო საშემოსავლო გადასახადი.“ მან მომზადების პროცესზე იკითხა თუმცა რას ფიქრობდა მის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
,,თბილისი თაიმსი“ კანონის განხილვის პროცესის სხვადასხვა ეტაპებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.
21.10.13
გიორგი ჩუბინიძე