საუდის არაბეთის მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოს დროებით წევრობაზე უარის თქმას, მხარდაჭერა მოუვიდა საფრანგეთიდან.
როგორც ცნობილია 18 ოქტომბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2014-2015 წლებისათვის არჩეული იქნა უშიშროების საბჭოს 5 დროებითი წევრი, რომელთა შორის საუდის არაბეთიც იყო, მაგრამ, ამ ქვეყანამ უარი თქვა ამ წევრობაზე და მიზეზად დაასახელა ამ ორგანიზაციის უმოქმედობა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღინიშნა რომ, საუდის არაბეთში დიდი გულაცრუება გამოიწვია გაეროს სირიისადმი მოქმედებებმა და დამოკიდებულებამ, რის გამოც რიადმა სამართლიანად დაადანაშაულა გაერო ორმაგ სტანდარტებში და ჩვენც ვუერთდებით რიადის ამ სამართლიან მიდგომას, ხაზგასმულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთმა კი გააკრიტიკა საუდის არაბეთის ეს პოზიცია და უცნაური და გაუგებარი უწოდა რიადის მიზეზებს.
21.10.13