5 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარალეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
როგორც ცნობილია, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი’’, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.