თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, შაბათ-კვირისა და საღამოს (18:00-დან 20:00 საათამდე) ე.წ. გახანგრძლივებული სერვისის დანერგვა, დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სერვისის დანერგვაზე უარი გამოკითხული მშობლების უმრავლესობამ განაცხადა.
„ჩვენ გავაკეთეთ გამოკითხვა და დიდი დაინტერესება ამ კუთხით არ არის. თავდაპირველად, იდეა თავად მშობლებისგან წამოვიდა, რომ დანერგილიყო ეს სერვისი და მომსახურება ყოფილიყო ფასიანი, რაზეც მშობლების უმრავლესობა არ იყო თანახმა. შესაბამისად, ეს იდეა აღარ განხორციელდება. იდეა უკუვაგდეთ. არც სხვა ფორმით არ ვგეგმავთ ამ საკითხს მივუბრუნდეთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.