მსგავისი სერვისი საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ პირადმა გამოცდილებამ დამანახა ამ სერვისის აუცილებლობა.
ეს არის დროისა და ფინანსების მენეჯმენტზე გათვლილი სწრაფი და მარტივი გზა. დაეხმარო ჯერ შენს თავს და შემდეგ გარშემომყოფებს. “თუ ხის ფესვი არაა ძლიერი, ის ვერ მისცემს მინ ნაყოფს საჭირო რაოდენობის ენერგიას.”
შშმ მშობელთა ფსიქოლოგიური დახმარების ონლაინ ცენტრის მიზანია ძალინ ბევრ მშობელს მიეცეს სულიერი შვება, დაინახონ საკუთარი შინაგანი რესურსები და გზა, როგორ გახდნენ ისინი ისეთები, როგორებიც ნამდვილად არიან. აიმაღლონ თვითშეფასება, გათავისუფლდნენ ძველი ტრავმისაგან და დაინახონ ცხოვრება ახლებურად.
ყველაზე მთავარი სესიების ძალაში არის ის, როცა ადამიანი საკუთარ თავს აღმოაჩენს! დადებითი რესურსებითა და უნარებით, მიზნებითა და მიღწევებით, დადებით მხარეებით.
ეს გზა თავად გამოვიარე ,ვიცი ბევრს არ შესწევს ძალა და ნებდება, ნებდება ცხოვრებას, გარემოს და ჭკნება შინაგანად.
ცენტრის მთავარი მესიჯი ასე ჭღერს „ თუ მე შევძელი – შეძლებ შენც“
ვფიქრობ დედებს ეს მესიჯი ერთიან ძალად გაგვაერთიანებს …
მე მინდა ბევრი, ბევრი ასეთი მშობელი დავინახო , რომლებიც შეძლებენ გაზარდონ ძლიერი, ჯანსაღი მომავალი თაობა.
მჯერა, რომ ოჯახი დგას დედაზე, როგორცაა დედა ისე ბრწყინავს შემდეგ მათი ოჯახიც.
ჩვენს შორის ყველაზე მეტად ეს შშმ პირების ოჯახებს სჭირდებათ.
ესაა თანადგომა, ფსიქოლოგიური თანადგომა კი არის ყველაზე მეტი.
ეს იგივეა ჩაკეტილი სარდაფიდან ამოიყვანო ან მიჯაჭვული კედლიდან გაათავისუფლო.
ავტორი: ნინო გვაზავა