დიდუბის რაიონის გამგეობა გაფრინდაულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა, რომლის ფარგლებშიც, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.
გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დაასრულა, რომლის ფარგლებში, 372 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი, 26 ცხაური და საკომუნიკაციო ჭა მოეწყო.
სანიაღვრე ქსელის არარსებობა უხვი ნალექის დროს, ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ დაწესებულებებს პრობლემას უქმნიდა.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლუკრი“ დაახლოებით, 140 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს.