მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, დღეს ქართველი ძიუდოისტები გუნდურ ასპარეზობაში გამოვიდნენ.
ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მაროკოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.