• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

6 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბანგლადეშში 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აზიური სახელმწიფოს სასამართლომ განაჩენი ჩვეულზე ბევრად ადრე გამოიტანა, რადგან მსგავსი საქმეების წარმოების დროს განაჩენის გამოტანას, როგორც წესი, წლები სჭირდება ხოლმე.

„ბიბისის“ ცნობით, დამნაშავეებს შორის არიან 19 წლის დაღუპული გოგონას, ნურსათ ჯაჰან რაფის სკოლის სამი მასწავლებელი, მათ შორის სკოლის დირექტორი, რომელმაც გოგონას მკვლელობა ციხიდან შეუკვეთა. დამნაშავეებს შორის ასევე არიან ადგილობრივი მმართველი პარტიის წევრებიც. ამასთან ერთად, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე ადგილობრივი პოლიციელი საქმესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ცნეს დამნაშავედ. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნურსათ ჯაჰან რაფიმ თავი მოიკლა. დამნაშავეებს შორის არიან თავად მსხვერპლის კლასელებიც.

19 წლის გოგონა, ნურსათ ჯაჰან რაფი 2019 წლის 6 აპრილს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ნურსათ ჯაჰან რაფი სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანეს, სადაც თავს დაესხნენ და ცოცხლად დაწვეს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც 19 წლის გოგონამ თავისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

როგორც გამოძიება იუწყება, სკოლის სახურავზე ასვლის დროს გოგონას ოთხი პირი დაესხა თავს. ისინი ბურკებით იყვნენ შემოსილები და ცდილობდნენ, გოგონა სახურავიდან გადაეგდოთ, რათა შემთხვევას სუიციდის სახე მიეღო, თუმცა გოგონას მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელებმა ის ცოცხლად დაწვეს.

ნურსათ ჯაჰან რაფი თავდასხმიდან ოთხ დღეში, 10 აპრილს სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

ბანგლადეშში სექსუალური შევიწროვება საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მხოლოდ 2019 წელს დასაქმებული ქალების 80 პროცენტი სექსუალური შევიწროვების მოწმე ან თავად მსხვერპლი გახდა. თუმცა, ხშირ შემთვევაში ქალები შესაბამისი უწყებებისთვის შეტყობინებას ვერ ბედავენ და მოძალადეები დაუსჯელები რჩებიან.

წყარო:1tv.ge

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In