საქართველო 2019 წელს ბოკუს დორის, იგივე ფრანგული კულინარიული გილდიის, ოფიციალური წევრი გახდა. მანამდე კი კონკურსი გაიმართა, რომელიც რევოლუციურ გასტრონომიულ შეჯიბრებად ითვლება და საქართველოში პირველად ჩატარდა.
შიდა შესარჩევ კონკურსზე მონაწილეებმა საინტერესო კერძები წარადგინეს ჟიურის წინაშე, რომლის წევრები ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები იყვნენ. გამარჯვებული 8 გუნდიდან გამოვლინდა, რომელიც 2020 წლს ტალინში, კონტინენტურ ჩემპიონატში გაემგზავრება.
ბოკუს დორი 30 წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც გამორჩეულ ნიჭიერ შეფ-მზარეულებს ოთხივე კონტინენტიდან უყრის თავს.