C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიაფდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ განაცხადა, ახალი პროექტის თანახმად, პატიმრებს C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა რიგითი მოქალაქეებისთვისაც გაიაფდება.
ამასტან, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის ექიმების ხელფასების მომატებაზეც ისაუბრა.
სერგეენკოს თქმით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, სოფლის ექიმების ხელფასების მომატება 30 პროცენტითაა შესაძლებელი.
“სოფლის ექიმების ხელფასი 500 ლარია. აქედან ნახევარს სახელმწიფო იხდიდია, ნახევარს – კერძო სადაზღვევო კომპანიები. ამ ექიმებს სხვა სტატუსი ჰქონდათ, ამბულატორიებს კი სხვა იურიდიული სტატუსი. ექიმებს ამბულატორიებისთვის ფართის დაქირავება, კომუნალური ხარჯების გასტუმრება და საჭირო საკანცელარიო თუ მედიკამენტების შეძენა უწევდათ, რაზეც უკვე ჩვენ ვიზრუნებთ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23.10.13