დღეს, 22 დეკემბერს მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა მიმდინარეობს. ღონისძიება, ტრადიციულად, დეკემბრის მიწურულს ყოველწლიურად ტარდება. საახალწლო ბაზრობაზე მონაწილეობას იღებენ სტარტაპები, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ღვინის, ჩაის, ყველისა და სხვადასხვა ქართული და არაქართული კომპანია.
მთაწმინდის პარკის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ საახალწლო საჩუქრები, ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური ნივთები და პროდუქტები.
12:00 საათიდან პარკის მთავარ მოედანზე დაგხვდებათ გასართობი პროგრამა, ბენდის კონცერტი, DJ, ანიმატორები, ცხელი სასმელები და კასრებში დანთებული კოცონები მეტი სითბოსთვის
საახალწლო ბაზრობა 22 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ავტორი: მარიამ ტიელიძე