• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, აგვისტო 15, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მთავარი მოვლენები

ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეუფარდათ

2013/10/24
in მთავარი მოვლენები, სამართალი
1 0
1
SHARES
8
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2008 წელს ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს მალხაზ მურღულიასა და რომან შამათავას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკავებულების პატიმრობასთან დაკავშირებით. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული, ალტერნატივად კი ადვოკატები მურღულიას შემთხვევაში 3000 ლარიან, ხოლო შამათავას შემთხვევაში, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის მხრიდან განიმარტა ის არგუმენტი, რის გამოც, პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ ბრალდებულებისთვის.
პროკურორმა გიორგი კავსაძემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელიშეშლის საფრთხე ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების პირობებში.

დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურის აღნიშნულ განცხადებაზე საპასუხოდ განმარტეს, რომ არც ერთი ბრალდებული არ აპირებდა მიმალვას.

“მალხაზ მურღულია სამეგრელოდან ჩამოიყვანა სამეგრელოს სუს-ის უფროსმა “უზბეკამ” და როდესაც გავიგეთ, რომ მურღულია დაკითხვაზე მოჰყავდათ ჩვენ მას დავახვედრეთ ე.წ.მოდულთან ადვოკატი. “უზბეკამ” მურღულიას უთხრა, რომ იმ დღეს არ დაიკითხებოდა. მურღულია მეორე დღეს თავისი ნებით, ისე, რომ არც ყოფილა დაბარებული, მაინც გამოცხადდა მოდულის შენობასთან ადვოკატთან ერთად, თუმცა ის მაინც არ დაიკითხა და მხოლოდ მესამე დღეს დაიკითხა. მას რომ მიმალვა სდომოდა, იგი ამ პერიოდს გამოიყენებდა”, – განმარტეს დაცვის მხარის ადვოკატებმა გოგა ონიანმა და რომეო საჯაიამ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში ბევრი შეუსაბამობა არსებობს. კერძოდ, გოგა ონიანის განცხადებით, ე.წ. ხურჩის აფეთქების საქმეში 5 მოქმედი სუს-ელი საკუთარ მონაწილეობას აღიარებს, თუმცა მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ადვოკატის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებული რომან შამათავა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები აღიარებენ მონაწილეობას და ისინი თავისუფლებაში იმყოფებიან, ხოლო თავად და მალხაზ მურღულია ბრალს არ აღიარებენ და დააკავეს.

ამასთან, ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას, რომელიც ტერაქტის მოწყობას გულისხმობს, კატეგორიულად უარყოფს.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატმა რომეო საჯაიამ აღნიშნულ საქმეს “ისტორიული საქმე” უწოდა და თანაც სასამართლოს მიმართა, რომ თუკი აღნიშნულ საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა შეეფარდებოდათ, ეს ქვეყნის სირცხვილიც იყო, რადგან გარკვეულწილად იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ ხურჩაში მომხდარი აფეთქება არა რუსებმა, არამედ ქართველებმა მოაწყვეს.

რომეო საჯაის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ხურჩაში სროლები აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან, ნაბაკევიდან ხდებოდა.

ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, რომ როდესაც პროცესის არსებითი განხილვა დაიწყება, დადასტურდება, რომ გამოძიება, რომელიც ერთი კვირის წინ დაიწყო, ემსახურება პოლიტიკურ კალენდარს და წინასაარჩევნოდ გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით ხმების მოპოვებას.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებული მურღულია არის ჯარისკაცი, რომელიც ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება იმას ნიშნავს, რომ იგი შერცხვება როგორც საკუთარი შვილების წინაშე, ასევე სახელი გაუტყდება მის ოჯახს, რაც უსამართლობაა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მალხაზ მურღულიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარადგინეს, თუმცა ბრალდების მხარის პროკურორებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი პროცესუალური დარღვევით არის მოპოვებული.

ხურჩაში მომხდარი აფეთქების საქმეზე ბრალი რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნებიან გადაყვნილები.

მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

24.10.13

fb-share-icon
Tweet
Tags: ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეუფარდათ
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 
ახალი ამბები

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2022/08/15
ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს
ახალი ამბები

ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

2022/08/15
Next Post

ქობულეთის შემოვლითი გზა გაიხსნა

„არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობაზე უარს არ იტყვის“ - კახა კახიშვილი

2014 წელს თურქეთი ეკონომიკის 4%-იან ზრდას გეგმავს

Discussion about this post

ახალი ამბები

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 
ახალი ამბები

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
0

ტრაგედია ქობულეთში - ზღვაში შესულმა 12 წლის ბავშვმა ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო და დაიხრჩო. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა...

სრულად
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2022/08/15
ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს

2022/08/15
ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09

საინტერესო

რომის პაპი ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იარაღის გაყიდვა და მიგრანტებისთვის ზურგის შექცევა

რომის პაპი ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იარაღის გაყიდვა და მიგრანტებისთვის ზურგის შექცევა

3 წელი ago
„ჩვენი დიპლომატიური რესურსი უნდა იყოს ჰიპერაქტიული, როცა ამერიკაში კონკრეტულ პოლიტიკას გაანაწილებენ “ – ანა დოლიძე

ანა დოლიძე: კარჩაკეტილობა და თვითნებობა იუსტიციის საბჭოს მთავარი პრობლემებია

5 წელი ago

კახა კალაძე სომხეთს მადლობას უხდის დახმარებისთვის და ელექტროენერგიის მოწოდებისთვის

8 წელი ago
„ყაზბეგი ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

„ყაზბეგი ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

8 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო  2022/08/15
  • 8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს 2022/08/15
  • ვარკეთილში 6 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა – ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს 2022/08/15

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In