ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია, – ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტი იუწყება.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის მანძილზე ვირუსით დაინფიცირების 3,143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე ჩინეთში ვირუსის 31,161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.