ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი შენგელაია 82 წლისა გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაიას ეკუთვნის ფილმები “სიყვარული ვენახში” და “მიდიოდა მატარებელი”.
პირველი ფილმი “ალავერდობა” მან გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით გადაიღო.
1969 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. მისივე ფილმებია “მაცი ხვიტია” და მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები”, ასევე, სათავგადასავლო ფილმი “ხარება და გოგია” .