ევროკავშირის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბარროსომ გერმანულ გაზეთ “ბილდ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ, სურთ თურქეთის სრული გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში და ამიტომ გააგრძელებენ მასთან სრული გაწევრიანების ეგიდით განხილვებს.
ანკარამ ამ მიზნით აუცილებლად უნდა შეასრულოს მისთვის მიცემული ყველა დავალება, რადგან განხილვების ბოლოს კენჭისყრაზე ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი მის გაწევრიანებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს კრიტერიუმებს, მაშინ ბარროსოს აზრით ყველას მხარდაჭერას ვერ მიიღებს და ვერც გაწევრიანდება.
მანვე უპასუხა რა შეკითხვას თურქეთის სრული გაწევრიანების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, თქვა რომ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდისათვის დაასრულებს ანკარა ყველა კრიტერიუმის შესრულებას.
25.10.13