კორონავირუსის ეპიდემია აფრიკის ქვეყნებშიც გავრცელდა. სუდანში 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აფრიკის 18 ქვეყანაში, მათ შორის მაროკოში, ტუნისში, ეგვიპტეში, სენეგალში, ტოგოში, კამერუნში, ბურკინა-ფასოში, კონგოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნიგერიაში, კოტ-დ’ივუარში, გაბონსა და განაში ფიქსირდება.