დავით თარხან-მოურავის განცხადებით, 23 ოქტომბერს, შტატების კაპიტოლიუმის შენობაში მედია-კავშირ “ობიექტივის” ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი დისკუსია თემაზე: “ადამიანის უფლებები 2004-2012 წლების საქართველოში”, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვინც ქმნის საზოგადოებრივ აზრს პოლიტიკაში.
“დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პირველად, მართალია, სააკაშვილს უყვარდა ეს სიტყვა,შტატებში წარდგენილი იყო “ობიექტივის” ვიდეო-მასალა – 2 ფილმი – 9 წუთიანი, სადაც ნაჩვენები იყო ხელისუფლების სისასტიკე – თუ როგორ არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს სააკაშვილის რეჟიმი, როგორ ჰკლავენ ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდებს, როგორ აწამებდნენ პატიმრებს ციხეებში.
არავის გასჩენია სურვილი, რომ დაეტოვებინა დარბაზი. მეორე ფილმში, 100 ზე მეტმა დაჩაგრულმა ბიზნესმენმა მიმართა საზოგადოებას, თოთოეული მათგანის ვიდეოჩანაწერი არსებობს, გვარი, სახელი, როგორ დაიჩაგრნენ, რანაირად განხორციელდა მათ ბიზნესზე ზეწოლა. ასევე, წარდგენილი იყო სხვა ვიდეომასალებიც, რომელიც პირდაპირ ადასტურებს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს”. – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ბევრი საქმე გადაეცათ და დღეს შტატებში არავის აღარ აქვს არავითარი ეჭვი, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, მას ამერიკაში პოლიტმატირად არავინ აღარ თვლის.
“უნდა ითქვას მთავარი, რომ ეს არის პროცესის დასაწყისი, ეს აქამდე უნდა გაკეთებულიყო,მაგრამ ხელისუფლებამ ან არ, ან ვერ გააკეთა. ახლა საზოგადოება იწყებს ამ კუთხით მუშაობას. ნოემბრის პირველ რიცხვებში დაგეგმილია ახალი ვიზიტი, საინფორმაციო ვიზიტები შტატებში მაისის არჩევნებამდე გაგრძელდება, რომ წარიმართოს სერიოზული მუშაობა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სამხილებლად” – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
26.10.13