კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულმა საზღვრებმა და შემცირებულმა საერთაშორისო ვაჭრობებმა მსოფლიო მეყვავილეთა ბიზნესი გაკოტრების პირას მიიყვანა. ყვავილების გაყიდვა, თითქმის, შეწყდა და მათი მფლობელები იძულებულები არიან, ისინი გაანადგურონ.
კოსტარიკელი ფერმერები, კანადისა და ამერიკისთვის ყვავილების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებლები, ჭრიან და ანადგურებენ ყვვილებს, რათა მათ ნიადაგი არ გამოფიტონ.
მარტი და აპრილი ყველაზე შემოსავლიანი თვეებია კოსტარიკელებისთვის. დედის დღეს, რომელიც ამერიკაში მაისში აღინიშნება, როგორც წესი, წინ ყველაზე ფართო მასშტაბიანი გაყიდვები უძღვოდა. წელს ორი თვის წაგებამ, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი შეადგინა. ფერმის თანამშრომელთა ანაზღაურობა, დაახლოებით, ოთხჯერ შემცირდა.

ბრიტანულმა სანერგემ – Bryants Nurseries Ltd – რომელსაც ყვავილები 1959 წლიდან მოჰყავს, ვერ შეძლო პროდუქციის გაყიდვა. დამჭკნარი ყვავილებს უტილიზაცია ელით. როგორც მეყვავილეები ამბობენ, პანდემიამ შესაძლოა ეს დარგი სრულიად გაანადგუროს დიდ ბრიტანეთში.

ქალები კენიაში, „მარირადის“ ფერმაში ვარდებს კრეფენ, რომლებსაც გადაყრიან, იმის მაგივრად, რომ ევროპაში გაგზავნონ.
კენია მსოფლიოში ყვავილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. მისი პროდუქცია ყვავილების ევროპული ბაზრის 38%-ს იკავებს. ნაირობის აეროპორტში სპეციალური ტერმინალია მოწყობილი ყვავილების და ბოსტნეული გადასატანად, რომელიც ექსპორტის დაჩქარების საშუალებას იძლევა. პანდემიის გამო, აღნიშნულ პროდუქციას აქაც გაანადგურებენ.

ნიდერნალდებში ყვავილების ბიზნესის ბრუნვა 80%-ით შემცირდა. პროდუქციას, რომელსაც ყვავილების უმსხვილესი ბაზრისა და აუქცინებისთვის ამზადებდნენ, ახლა ანადგურებენ. ათაოსბით თაიგული, მილიონი ტულპანი, ვარდი, ქრიზანთებები – ეს ყველაფერი უტილიზატორში მოხვდება.