მომხმარებლებს თუ სიურპრიზებსა და მოულოდნელობებს შესთავაზებთ, თქვენით გაცილებით მეტი ადამიანი დაინტერესდება. „მწერე“ მოულოდნელობებს ნამდვილად გთავაზობთ, ისინი კი ყვავილებსა და სინაზეშია ჩამალულ-ჩაძირული.
„ძირითადად, ვამზადებთ ხელნაკეთ ბლოკნოტებს. ასევე, საახალწლო პერიოდში, ვამზადებთ თექის სათამაშოებს, საშობაო გირლიანდებსა და სხვა საახალწლო აქსესუარებს.
დიზაინისთვის ერთი კონკრეტული „თარგი“ არ გვაქვს. მუშაობის პროცესში მოგვდის იდეები. ყველა ბლოკნოტი ინდივიდურია და არ მეორდება შიგთავსის მიხედვით“.
ინდივიდურობა ყოველთვის ის ხიბლია, რომელიც „ითრევს“ ადამიანებს. გარდა ამისა, როგორც ხშირად აღნიშნავენ, უპირველესი მიზეზი, რის გამოც „მწერე“ მოსწონთ, არის ძველი ფურცლები და ის ქსოვილები, რისგანაც იქმნება გარეკანი.
„ყდა არის რბილი და ესეც ძალიან მოსწონთ. როგორც მომხმარებელი ალბობს, მისთვის საინტერესოა ბლოკნოტის ვინტაჟურობა“.
„აღმოაჩინე ჩვენს წიგნაკებში მოულოდნელობები“ – მომხმარებლებს რა სიურპრიზებს სთავაზობთ?
ამ ფრაზაში იგულისხმება ის, რომ ბლოკნოტში არის მრავალი ჩანართი – მათ შორის, ფურცლები ქართული ორნამენტით, ჰერბარიუმები და სხვა მრავალი „სიურპრიზი“, რაც მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე