საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევაა დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 573-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.