ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები ირჩევენ პროფესიას, რომელიც მათი ახლობლებისთვის უფრო საინტერესო და სასურველია, ვიდრე – თავად მათთვის. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მათ ხშირად უწევთ, საბოლოოდ, სრულიად სხვა სფეროში დასაქმდნენ. გაცილებით საინტერესოა იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც აბსოლუტურად თვითონ ირჩევენ საკუთარ სამომავლო საქმიანობას.
ნანუკა წერეთელი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც საკუთარი პროფესიული ამბავი აქვს. მან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გადაწყვიტა სწავლა და ა უპირველეს ნაბიჯს წარმატებით მიაღწია. ნავიგაციის ფაკულტეტზე ის ერთადერთი გოგო აღმოჩნდა ასობით სტუდენტს შორის. საკუთარ ისტორიაზე, დასახულ მიზნებსა და აწმყოზე ნანუკა „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა.
“მას შემდეგ, რაც ეს ნაბიჯი გადავდგი და ჩავაბარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ნავიგაციის ფაკულტეტზე, კიდევ უფრო გასაოცარი ფაქტის წინაშე დავდექი: ერთადერთი პირველკურსელი გოგო აღმოვჩნდი 500 სტუდენტიდან, რომელიც ამ პროფესიით დაინტერესდა და ჩააბარა კიდეც. აღმოჩნდა, რომ ჩემმა ოჯახმაც არ შემიშალა ხელი არჩევანისკენ სწრაფვაში. მე კი მთელი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და შედეგზე ორიენტირებით მივისწრაფვი მიზნისაკენ. ვფიქრობ, რომ გავხდები კაპიტანი”, – აღნიშნა ნანუკამ ჩვენთან საუბრისას.
ავტორი: მარიამ ტიელიძე