განათლების სამინისტრო ელექტრონული რესურსების განვითარებას აქტიურად განიხილავს, რათა სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო სექტემბრიდან სასწავლო პროცესის კვლავ ონლაინ რჟიმში ჩატარებას გეგმავს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამომცემლებთან შეხვედრა ელექტრონული რესურსების განვითარების მიზნით შედგა. საუბარი იყო იმაზე, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოცემასთან ერთად ასევე შექმნან ციფრული, PDF-ის ფაილები, რომელსაც სასწავლო პროცესში გამოიყენებენ და შეძლებენ მოსწავლეებს მასალები ელექტრონულად მიაწოდონ.
„აქ საუბარია PDF ფაილების ხელმისწვდომობაზე, რომელთა შექმნა, ნაბეჭდ სახელმძღვანელოებს არ ანაცვლებს. ელექტრონული წიგნების შექმნა სხვა თემაა და ეს ხანგრძლივი სამუშო პროცესია“, – განაცხადა დგებუაძემ.
მისივე თქმით, გამომცემლებთან შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესის კვლავაც ონლაინ რეჟიმში ჩატარებისთვის ემზადება