ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 725 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 188 631-მდე გაიზარდა, – შესაბამისმონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 185 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 53 830-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 103 593 ადამიანს გამოუვლინდა.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულებისა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.