ქსელური მაღაზიები დღეს, მსგავსად სხვა ქვეყნებისა, საქართველოსაც ფარავს. მათი რაოდენობა სულ უფროდაუფეო იზრდება და მზარდია მომხმარებელთა რიცხვი. ამის პარალელურად, საქმიანობასა და არსებობას განაგრძობს მცირე მაღაზიები, რომლებთაც აქვთ უფლებები. ვინ იცავს ამ უფლებებს, ვინ უწყობს მათ ხელს განვითარებაში და, ზოგადად, ვინ იცავს მათ ინტერესებს?
ქართულ მაღაზიათა ასოციაცია დაარსდა 2018 წლის 29 ოქტომბერს. დირექტორთა საბჭო შედგება:
თემურ ჭყონია – კოკა-კოლა საქართველო
ზურაბ სარაჯიშვილი- სარაჯიშვილი
რაფიელ სურამელაშვილი- ბარისტა მარკეტი
დავით ხუციშვილი– ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანი
ლუკა ჭელიძე – დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” სწორედ ლუკა ჭელიძე ესაუბრა.
რა მიზნებზეა ასოციაცია ორიენტირებული?
ასოციაციის მისიაა, დავიცვათ საქართველოში მოქმედი მაღაზიების უფლებები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
მიზნები:
- საქართველოში მოქმედი მაღაზიების უფლებების დაცვა
- კანონმდებლობის შესახებ წევრები ინფორმირება
- ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა
- წევრების ინტერესების მედიაცია სამთავრობო სტრუქტურებთან
- საკანონმდებლო დისკუსიებში მონაწილეობა და წევრების ინტერესების დაცვა
ასოციაციის ფარგლებში, რა სერვისებია ხელმისაწვდომი?
-
- უფასო იურიდიული კონსულტაცია
- უფასო ბუღალტრული კონსულტაცია და ტრეინინგები
- ინტერესების დაცვა სამთავრობო დონეზე
ძირითადად, რა სირთულეებს აწყდებით სამუშაოს შესრულებისას?
პირველი და მთავარი სირთულე, რომელსაც არაქსელური მაღაზიები აწყდებიან, არის არარეგულირებული, არაჯანსაღი კონკურენციის პირობები, რომელსაც ქსელური მაღაზიები ქმნიან. ქსელური მაღაზიებს, ამასთან ერთად, აქვთ ბევრად დაბალი ფასის შეთავაზების შესაძლებლობა, მეტი რესურსი სტაფის, უსაფრთხოებისა და პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით.
ამას კრიზისის პერიოდში დაემატა გაუთვალისწინებელი ხარჯები – პირბადეები, სახის დამცავი ფარები, ხელთათმანები და სხვა სადეზინფექციო საშუალებები.
ასოციაციამ ბოლო 4 თვის განმალობაში 120,000 წყვილი ხელთათმანი დაარიგა წევრ მაღაზიებში, ასევე, 10,000 პირბადე, 1,500 სახის დამცავი ფარი და 1000 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება.
ზოგადი მდგომარეობა რომ შეაფასოთ – რამდენად ხშირად ირღვევა მაღაზიათა უფლებები?
უფლებების დარღვევის გამოვლინებები ნაკლებად არის დღევანდელობის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ამ მაღაზიების განვითარება, სწორი პირობების შეთავაზება, ფინანსური სტაბილურობა და მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის, რომლებიც ვერ შედიან ქსელურ მაღაზიებში, პლატფორმის მიცემა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე