პანდემიამ მთელი მსოფლიო საერთო გამოწვევის წინაშე დააყენა. ის ყველას შეეხო და რეკომენდაციებიც ყველასთვის საერთო აღმოჩნდა. ადამიანები კარანტინში აღმოჩნდნენ – განურჩევლად სამშობლოსა და მიღწეული წარმატებებისა.
თვითიზოლაციის პერიოდი ადამიანებისთვის განსხვავებული აღმოჩნდა – საკუთაარ სახლებში დრო მათთვის საინტერესო აღმოჩნდა და შეეცადნენ, ეს ეტაპი მათთვის, მეტნაკლებად, სასიამოვნო ყოფილიყო. ვნახოთ, როგორ გაატარეს კარანტინი ვარსკვლავებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა დახვეწილი იმიჯით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, ის ჩვენ წინაშე მაკიაჟითა და სხვადასხვანაირი ვარცხნილობით წარდგენა ხოლმე. თუმცა, ვარკჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრებისკენაც ყოველთვის მოუწოდებს ადამიანებს. ახლაც ის ავრცელებს ფოტოს, სადაც სპორტულ ფორმაშია.
მსახიობი ჯეისონ მომოა ბევრისთვის ცნობილი “სამეფო კარის თაშებიდან” გახდა. პოპულარობა საკუთარი იმიჯითა და პოზიტიური ხასიათით მოიპოვა. სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. მან ფოტოც გაავრცელა, რომელზეც პირბადე უკეთია.
მსახიობი ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ქუჩაში პირბადით შენიშნეს და ამის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელეს. ჯოლი იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ის ავტომობილიდან გადმოდიოდა.
ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი შეიძლება, ბევრმა ვერც კი იცნოს – ის უჩვეულო ფორმაშია, გრძელი თმითა და წვერით. ერთგული გულშემატკივრები მას გაცილებით მარტივად იცნობენ.
ბელა ჰადიდმა საკუთარ გულშემატკივარს არც კარანტინია დროს მოაკლო ცხელი ფოტოები. მან არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა, ცხადია, იდეაკურად გამოიყურება.
UFC-ის ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია. იზოლაციიდან ფოტოებს ისიც აქვეყნებს. მათზე ის გრძელი წვერითა და თმით არის გამოსახული.
სოფი ტერნერი ბევრისთვის გამორჩეული და საყვარელი მსახიობია. დღეს ის და მისი მეუღლე, ჯო ჯონასი პირველი შვილის მოლოდინში არიან. პაპარაცები არცთუ ისე იშვიათად ავრცელებენ ფოტოებს, როგორ სეირნობს წყვილი ქუჩაში პირბადეებით. ამჯერად, გთავაზობთ ფოტოს, რომელიც სანაპიროზეა გადაღებული.
“ფორმულა1-ის” პილოტი, ლუის ჰამილტონი ქუჩაში დააფიქსირეს. მას შავი პირბადე უკეთია და ისე გადაადგილდება. პაპარაცების კამერას მისი მანევრი არ გამოპარვია.
ჯენიფერ ენისტონი ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი მსახიობია. თვითიზოლაციაში მყოფი ენისტონი საკუთარ “ინსტაგრამზე” ფოტოს ავრცელებს. მისმა გულშემატკივარმა მოწონება და დადებითი შეფასებები არ დაიშურა.
დღევანდელი რეალობის გამორჩეული რეპერი, სნუპ დოგი უერთდება “კამპანიას” და პირბადით გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ისიც ავრცელებს. აი, როგორ გამოიყურება ის.
ავტორი: მარიამ ტიელიძე